„საპარტნიორო ფონდი“ დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო საინვესტიციო გამოფენა Cityscape Global 2018-ში იღებს მონაწილეობას

04 ოქტ 2018 0 2583

   

„საპარტნიორო ფოდის“ წარმომდგენლები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, ბიზნეს კლიმატისა და ფონდში მიმდინარე პროექტების პრეზენტაციის მიზნით, დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო საინვესტიციო გამოფენა Cityscape Global 2018-ში იღებენ მონაწილეობას.

დუბაიში ყოვეწლიური უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე საქართველოს  განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე დაეთმო, სადაც წარმოდგენილია საქართველოს რამდენიმე კომპანიის საინფორმაციო სტენდი საინვეტიციო გარემოს, უძრავი ქონებისა და სტუმართ-მასპინძლობის სექტორების შესახებ.

Cityscape Global 2018-ის ფარგლებში, პრეზენტაცია მოაწყო „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა ჭაბაშვილმა და საქართველოში უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციის შესაძლებლობების, ბიზნეს პროექტის შერჩევისა და დაფინანსების პირობებზე, ასევე, ფონდში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. პრეზენტაცია ეხებოდა საქართველოში ტურიზმის ზრდას, ინვესტიციების განხორციელებისთვის არსებულ გარემოს და გამოფენაზე გამოტანილ საინვესტიციო პროექტებს.

Cityscape Global 2018-ში მონაწილე სუბიექტებს, გამოფენის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რომლებსაც საქართველო  უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს, ასევე, გაეცნონ გამოფენაში მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალს.

Cityscape Global 2018-ში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ინვესტორები, ბიზნეს სექტორის ცალკეული წარმომადგენლები და ექსპერტები.

Cityscape Global 2018-ში „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად მონაწილეობას ფონდის შვილობილი „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანია“ (GIRDC) იღებს მონაწილეობას. ქართული კომპანიები Cityscape Global 2018-ს პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით დაესწრნენ.

„საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან, Cityscape Global 2018-ში  მონაწილეობა ფოინდის წარმომადგენელმა ივერი სოზიაშვილმა და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია GIRDC-ის წარმომადგენელმა სოფო ლეკიშვილმა მიიღეს. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები