„საპარტნიორო ფონდმა“ გუანჭოუს პროვინციის ბიზნეს დელეგაციასთან საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა განიხილა
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში გუანტუნის პროვინციის დელეგაცია მიიღო. დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანჭოუს პროვინციის სახალხო მთავრობის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი ლუო ჯუნი ხემძღვანელობდა. დელეგაციაში ჩინეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები შედიოდნენ.
ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს. ჩინელი ინვესტორები საქართველოში ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული პრექტებით ინტერესდებიან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ჩინურ ბიზნეს ურთიერთობებს აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, საქართველოს როლს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებისა და კავშირების გაღრმავების მიზნით, საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხს.
„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ჩინურ მხარეს ფონდის პრიორიტეტები, ფუნქცია, სტრატეგიული მიმართულებები და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები გააცნო. მხარეებმა საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკური გარემოს შესახებ ისაუბრეს და იმ დარგების განვითარების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
0