დავით საგანელიძემ ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების რიგით XIX ღონისძიებაში მიიღო მონაწლეობა

17 დეკ 2018 0 2009

   
"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების ტრადიციულ, რიგით XIX ღონისძიებაში მიიღო მონაწლეობა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი წვლილის შეტანისა და საუკეთესო ინვესტორის ნომინაციაში ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის გენერალური დირექტორი ლიუ ძი მინი დააჯილდოვა.
 
ბიზნეს დაჯილდოებას მთავრობის, საკანონმებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების ტრადიციული, რიგით XIX ღონისძიება საქართველოში არსებული წლის საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოვლენა-დაჯილდოებას ისახავს მიზნად. რეიტინგების დათვლას საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი “გორბი“ აწარმოებს. მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და კომპანია „გორბი“, ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები