„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა მედიას წლიური ანგარიში ჩააბარა.

25 დეკ 2018 0 3068

   

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა მედიას წლიური ანგარიში ჩააბარა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „2018 წელი ფონდისთვის ნაყოფიერი იყო. უძრავი ქონებისა და წარმოების განვითარების სფეროში, წელს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. ზოგიერთი მათგანის მშენებლობა დაიწყო, ნაწილი კი უკვე გავხსენით. აქტიურად ვიმუშავეთ ქართული პროდუქტის შექმნის, ადგილობრივი ბაზრის განვითარებისა და საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების მხრივ, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

მედია სემინარზე ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა გიორგი დანელიამ და გიორგი ხელაიამ, ასევე, ფონდის შვილობილმა კომპანიებმა. მათ შორის, „დარგობრივი განვითარების კომპანიის“ დირექტორმა მირიან გოგიაშვილმა, კლინიკების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელმა თეა გიორგაძემ,  „ლიკანი რეზიდენციის“ დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა და „რუხის სავაჭრო ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით მაჭავარიანმა.  „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის დირექტორმა გიორგი ლომიძემ მიაწოდა ინფორმაცია და შედეგები გააცნო.

მედია სემინარი სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ წინანდალში“ შედგა, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით  წელს გაიხსნა. მედია სემინარზე წინანდლის მამულების ტურისტული შესაძლებლობების, კულტურული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა ისაუბრა.

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გამართული მედია სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა კახეთში „ქართული ზეთის ხილის“ კომპანიის პლანტაციები და საწარმო პროცესი მოინახულეს.

 

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები