პრეზიდენტი „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანია „რუხის სავაჭრო ცენტრში“ ინოვაციების ცენტრს ესტუმრა

05 იანვ 2019 0 2727

   

„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანია „რუხის სავაჭრო ცენტრში“ არსებულ ინოვაციების ცენტრს საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილი ინოვაციების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და ტექნოპარკის მიზნებს გაეცნო. პრეზიდენტი ტრენინგებზე შეკრებილ ბავშვებს გაესაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კერძო კომპანიები ამ სივრცის გამოყენებით საკუთარ ბიზნეს საქმიანობას ავითარებენ და ყოველდღიურად იღრმავებენ საჭირო ცოდნას, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

პრეზიდენტს ტრენინგებზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამობეჭდილი საქართველოს დროშა უსახსოვრეს.

სალომე ზურაბიშვილმა „რუხის სავაჭრო ცენტრი“ დაათვალიერა. საოკუპაციო ხაზიდან 600 მეტრში მდებარე რუხი მოლის ფუნქციები პრეზიდენტს სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა და „რუხის სავაჭრო ცენტრის“ დირექტორმა დავით მაჭავარიანმა გააცნო.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები