„საპარტნიორო ფონდს“ იაპონიის ელჩი ეწვია

13 თებ 2019 0 2916

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და ელჩის პირველი მდივანი შინჯი სოიამა მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს კონკურენტული უპირატესობების შესახებ იმსჯელეს და იაპონელი ინვესტორებისთვის საინტერესო სექტორებზე გაამახვილეს ყურადღება. იაპონიის ელჩის განცხადებით, საქართველო იდეალური არჩევანია იმ იაპონური კომპანიებისთვის, რომლებსაც ევროპის ბაზრის ათვისება სურთ.  თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები საერთაშორისო ბაზრებზე კი საქართველოს, ამ მხრივ, საუკეთესო პლატფორმად აქცევს.

იაპონიის ელჩი საქართველოში „საპარტნიორო ფონდის“ პროექტებით დაინტერესდა და  ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვის მიზნით, ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ფონდის მენეჯმენტმა, თავის მხრივ, იაპონიის ელჩს ფონდის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ იაპონური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, „საპარტნიორო ფონდის“ როლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის უმსხვილეს სახელმწიფო  საფინანსო ინსტუტთან თანამშრომლობა რისკების გადაზღვევის თვალსაზრისით, პრიორიტეტულია.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და იაპონელი ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ღონისძიებები დაგეგმეს.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 14-15 მარტს ტოკიოში დაგეგმილ საერთაშოისო ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ტოკიოში  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Japan External Trade Organization (JETRO) -ის ორგანიზებით ტარდება. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას ქართული ბიზნეს კომპანიები მიიღებენ.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები