საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა

07 მარ 2019 0 2625

   

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა  „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა და 2019 წლის სარეიტინგო ანგარიშში ასახა. „Fitch“-მა  ფონდის მაჩვენებელი გააუმჯობესა და "BB-“ -დან „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა.

სახელმწიფოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის რეიტინგის ზრდა ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია. „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობა პოტენციური პარტნიორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. Fitch“-ის მიერ „საპარტნიორო ფონდისთვის“ რეიტინგის „BB/სტაბილურამდე“ გაზრდა საქართველოში განხორციელებული  ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობას ადასტურებს, რაც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე აისახება.

„Fitch“-ის ანგარიშში საუბარია საქართველოს პოზიციონირებისა და „საპარტნიორო ფონდის“ როლის შესახებ.  კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ისეთ სექტორებში, როგორებიც არის სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მრეწველობა, უძრავი ქონება და ტურიზმი.

„Fitch“-ის  2019 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო და სახელმწიფო ფონდების ოპერირების ნაწილში „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურა, მენეჯმენტი და ოპერირების არეალი დადებითად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ „Fitch“-ის რეიტინგებში „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი ყოველწლიურად უტოლდება საქართველოს სუვერენულ რეიტინგს და ამჟამად იგი "BB" -ს შეადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდისთვის“ ამ ეტაპზე „BB /სტაბილური პროგნოზით“ წარმოადგენს მაქსიმუმს, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას „Fitch“-ისგან, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო საწარმო თავად სახელმწიფოზე მჭიდროდაა ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მსგავსი ტიპის საწარმოებისთვის სუვერენული რეიტინგი ზედა ზღვარს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა საქართველოს პოზიციონირება გააუმჯობესა და "BB-" დან “BB”-ზე დააფიქსირა „სტაბილური პროგნოზით“.  „ქვეყნის დიდი წარმატება“, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ საქართველოს პოზიციის „BB“  დონემდე გაზრდას.

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც „Fitch“-ის რეიტინგში დაწინაურდა. ეს დაწინაურება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას;  ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ეკონომიკაში უკვე ნაკლები რისკი გვაქვს, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება",-  განაცხადა  ბახტაძემ.

„Fitch“-ი  „Moody’s“-ის შემდეგ მეორე შემფასებელია, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუუმჯობესა. საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის მიღებამდე 2 საფეხური აკლია.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები