„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სავაჭრო სახლი" გაიხსნება

21 მარ 2019 0 2612

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღამსრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წევრებს მინსკში „ქართული სავაჭრო სახლის“ გახსნასა და ამოქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ არსებული მდგომარეობა გააცნო.

„საპარტნირო ფონდის“ შვილობილ „ქართული ნატურალური პროდუქტების“ კომპანიას საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის განხორციელების უფლება მიენიჭა. ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით დაიწყება.

საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა დღეს ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა. სხდომაში ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი მონაწილეობდა. 

„საპარტნიორო ფონდის“ აღამსრულებელი დირექტორის მოადგილემ  გიორგი ხელაიამ  ბელარუსის მხარეს მადლობა გადაუხადა მინსკში შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ ამოქმედების ხელშეწყობისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში მინსკში „ქართულ სავაჭრო სახლს“ გახსნის. ხელაიას განმატებით, „ქართულ სავაჭრო სახლში“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ტრადიციული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ნიშური პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტსა და ბელარუსის ბაზარზე პოპულარიზაციას.

საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომიის თანათავმჯდომარის სტატუსით ისაუბრა ორმხრივი პროექტების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ვაჭრობისა და წარმოების სფეროების დაახლოებას საქართველოსა და ბელარუსს შორის და აქცენტი გააკეთა „ქართული სავაჭრო სახლის“ ამოქმედების პოზიტიურ შედეგებზე.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მინსკთან  საქართველოს მთავრობისა და „საპარტნიორო ფონდის“ მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოში წარმოებული ნატურალური პოდუქტების ექსპორტის მიზნით,  ბელარუსის მთავრობამ ქალაქის ცენტრში  გამოყო ფართი „ქართული სავაჭრო სახლის“ განთავსებისთვის. „ქართულ სავაჭრო სახლში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, მარანი და ენოთეკა განთავსდება, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ნატურალური პროდუქტები, ქართული დასახელების ღვინოები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. მინსკში არსებული  სავაჭრო სახლი ქართულ პროდუქციას გაუწევს პოპულაიზაციას.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები