„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია პეკინში საქმიან შეხვედრებს მართავს

21 მარ 2019 0 2488

   

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია პეკინში საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრებში მონაწილეობას იღებს ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელებთან გამართა.  განვითარებისა და რეფორმების კომიტეტი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მმართველი ორგანოა, რომელიც  21-ე საუკუნის ინიციატივის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში, ჩინეთის პოლიტიკას განსაზღვრავს და პარტნიორ ქვეყნებთან კონკრეტულ პროექტებზე მუშაობს.

კომიტეტის ხელმძღვანელობასთან და ჩინეთში საქართველოს სპეციალურ პროგრამებზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრისას საუბარი შეეხო გასულ წელს პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დავით საგანელიძის მიერ ინიცირებულ საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის პროექტს,  რომელიც ხელს შეუწყობს საერთო სფეროების გაფართოებასა და საქართველოს როლის განსაზღვრას „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში.

მხარეებმა  პროექტის სამუშაო ვერსია განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტმა დავით საგანელიძე პეკინში დაგეგმილ რიგით მეორე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“  ფორუმზე ოფიციალურად მიიწვია. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი ფორუმზე სიტყვით წარდგება და საუკუნის პროექტის ფარგლებში, საქართველოს როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს.

შეხვედრაზე ჩინური მხრიდან ინტერესი გამოითქვა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროექტების მიმართ. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის ინიციატივით, მხარეებმა ერთობლივი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობისა  და „სტარტაპ საქართველოში“ ინოვაციური პროექტების მიმართულებით გამარჯვებულების ჩინეთში ვიზიტისა და გამოცდილების გაზიარების საკითხების შესახებ იმსჯელეს. ინიციატივა სტარტაპ პროექტების ჩინეთის ბაზარზე კომერციალიზაციის  შესაძლებლობების განხილვას გულისხმობს.

კომიტეტის ინიციატივით, დავით საგანელიძეს ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის, ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრისა და ჩინეთის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მრჩევლის ტიტული მიენიჭა.

ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრა გაიმართა, ასევე, სპეციალური დაგეგმარებისა და რეგიონული განვითარების კვლევითი ინსტიტუტის  ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე  „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია პეკინში საქმიან შხვედრებს აგრძელებს. ოფიციალურ დელეგაციას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია, ფინანსური დირექტორი გიორგი ციმაკურიძე და ფონდის წარმომადგენელი ცისია ფანჩვიძე.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები