საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმის მონაწილეები „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობას გაეცნენ
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო თანადაფინანსების შესაძლებლობები გააცნო.
დავით საგანელიძე: „მხარეებს შორის განიხილება ერთობლივი ბიზნეს პროექტები საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. ძალიან დიდია პერსპექტივა ზღვაოსნობის სფეროში, ზოგადად, თევზის წარმოებისა და ავეჯის წარმოების მიმართულებით“.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ქართული და კვიპროსული კომპანიების წარმომადგენლებმა, მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ღონისძება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
0