დავით საგანელიძემ PABSEC-ის საკომიტეტო სხდომებში  მიიღო მონაწილეობა

15 მაი 2019 0 2658

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბათუმში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კომიტეტების სხდომებში  მონაწილეობს. დავით საგანელიძე სამუშაო სხდომებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტებში ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით ესწრება.

PABSEC-ის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა, ასევე, ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის კომიტეტებზე დელეგატები მსჯელობენ თემებზე: „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“, ასევე, „სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი დემოკრატიის განმტკიცებაში".  

„PABSEC-ის საკომიტეტო სხდომის ფორმატში, განვიხილეთ საქართველოსთან, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მყოფ ქვეყნასთან  თანამშრომლობის მნიშვნელობა. აგრეთვე, ისეთი სექტორების განვითარების ხელშეწყობა, როგორებიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სხვა ეკონომიკური მიმართულებები. ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონში სტაბილურობის განმტკიცება და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტებში საქართველოს როლის გაზრდა“, განაცხადა დავით საგანელიძემ მედიასთან კომენტირებისას.

PABSEC-ის სხდომაზე დელეგატებმა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებასა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზების ჰარმონიზაციის შესახებ იმსჯელეს. ასევე, ხაზი გაესვა წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების პერსპექტივებს.

ორი დღის განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი მსჯელობს. კომიტეტების ხსდომებში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა,  PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ დანელიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები