ჩინეთის განვითარების ბანკი და განვითარებისა და რეფორმების კომისია ფონდს ესტუმრა
25 ივნ 2019
0
2314
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარებისა და რეფორმების კომისიისა და ჩინეთის განვითარების ბანკის ევრაზიის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობის, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კორიდორის როლისა და ამ მიმართულებით, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.
0