ქართულმა დელეგაციამ შანხაიში საგამოფენო სივრცე დაათვალიერა
08 ნოემბ 2019
0
2448
შანხაიში ოფიცილური ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგნლებმა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მოინახულეს, საგამოფენო სივრცე და საქართველოს პავილიონი დაათვალიერეს.
საქართველო შანხაის იმპორტის რიგით მეორე ექსპოზე მეორედ მონაწილეობდა. ამჯერად ადგილობრივი დისტრიბუტორებისა და დამთვალიერებლებისთვის 33 კომპანიამ წარმოადგინა სტენდები. მათი დიდი ნაწილი ღვინის მწარმოებლები იყვნენ. ასევე წარმოდგენილი იყო სურსათის, უალკოჰოლო სასმელების, ტყავეულისა და ტექსტილის მწარმოებელი ქართული კომპანიები.
0