„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

04 ივნ 2020 0 2264

   

„საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერის აქციას განაგრძობს. ამჯერად ფონდმა ქუთაისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის მიერ ფონდისთვის მეგობრობის ნიშნად გამოგზავილი 10 000 ცალი პირბადე   გადასცა.

სამედიცინო პირბადეები ცენტრს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინური მხარის წარმომადგენლებთან და იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად  გადასცა.

„დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მხარდაჭერა, რომელიც Covid 19-თან დაკავშირებით გამოიკვეთა საქართველოს მეგობარი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების  მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ამჯერად ქუთაისში, იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადავეცით ჩვენი ჩინელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი პირბადეები და თერმოსკრინინგისათვის საჭირო აპარატურა, რომელიც ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და ამავე პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის ხელმძღვანელობის მიერ არის გამოგზავნილი. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და  იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დაეხმარება ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში,  ჩვენს ექიმებს,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.

„ძიანგსისა და იმერეთის რეგიონებს შორის ურთიერთობას 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი და ეს „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივა იყო. მადლობას ვუხდი ფონდს, ძიანგსის პროვინციის მთავრობას,  აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიას  იმერეთის რეგიონისადმი გამოჩენილი თანადგომისთვის. დღეს მათგან საჩუქრად მივიღეთ 10000 პირბადე, რომლებიც გადავეცით იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მთელი რეგიონის მასშტაბით დაურიგდებათ სამედიცინო დაწესებულებებს,“ განაცხადა  იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა. 

„პირბადეები და სამედიცინო დამცავი აღჭურვილობა, რომლებიც დღეს საჩუქრად გადმოგვეცა, გამოყენებული იქნება პირველადი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში და მნიშვნელოვან  წვლილს შეიტანს კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობას ვუხდით იმერეთთან დამეგობრებულ ძიანგსის რეგიონის წარმომადგენლობას და „საპარტნიორო ფონდს“ იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოიჩინეს,“ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს დირექტორმა გოჩა გიორგიძემ.

შეგახსენებთ, გასულ თვეში „საპარტნიორო ფონდმა“ აკ. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკასა და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად გადასცა ჩინეთის განსუს პროვინციის მიერ „საპარტნიორო ფონდისადმი“ მეგობრობის ნიშნად გადმოცემული სამედიცინო ეკიპირების კომპლექტები. გასულ კვირას „საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოში, მისი მხარდაჭერით შექმნილი სამედიცინო პირბადეების საწარმოს პირველი პროდუქცია - Faceguard-ი, მრავალწლიანი თამაშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გაუგზავნა. საქართველოში წარმოებული  1000 სამედიცინო პირბადე დავით საგანელიძემ საჩუქრად იმერეთის დაავადებათა  კონტროლის ცენტრსაც გადასცა.

„საპარტნიორო ფონდი“ მსგავს აქციებს სამომავლოდაც გეგმავს.   

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები