„საპარტნიორო ფონდის“ მიერ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებამ ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გააქტიურებას ამ მიმართულებით

03 ოქტ 2020 0 2117

   

„საპატნიორო ფონდი საქართველოში ლურჯი მოცვის კულტურის განვითარებას მხარს უკვე მრავალი წელია უჭერს. ფონდის ინვესტიციით ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში, 127 ჰა. მიწის ნაკვეთზე გაშენდა ლურჯი მოცვის პლანტაცია, მოეწყო რეგიონში ყველაზე დიდი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საწარმოო ხაზი და სამაცივრე მეურნეობა. ამასთანავე, დაინერგა საერთაშორისო სტანდარტი და საწარმოს მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერტიფიკატი. საგულისხმოა, რომ პლანტაცია 2016 წელს სწორედ „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა და ქვეყანაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ლურჯი მოცვის პლანტაცია გახდა. წელს, ზაფხულში, მოცვის პლანტაცია შპს „ეფკომ“ საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა და მოხარული ვარ, რომ ეს არის ქართული მულტი-პროფილური საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპი“, რომლის მიზანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, საერთაშორისო დონის ლურჯი მოცვის აგროკომპანიის შექმნაა“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ლურჯი მოცვის პლანტაციის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„განსაკუთრებულად სასიამოვნოა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებამ ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გააქტიურებას ამ მიმართულებით და სტიმული მისცა საქართველოში ლურჯი მოცვის კულტურისა და წარმოების შემდგომ განვითარებას. ასე რომ, დღეისათვის ქართულ მოცვს უკვე აქვს პოტენციალი, უმნიშნელოვანესი ადგილი დაიკავოს არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო საექსპორტო ბაზარზეც და საქართველო მართლაც გახდეს ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, ფონდის მიერ ლურჯი მოცვის პროექტში ინვესტირებულმა თანხამ 2.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციით შექმნილ საწარმოში მოიკრიფა და გადამუშავდა 300 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვი და რეგიონში შეიქმნა 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამასთანავე, დიდ ბრიტანეთში, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული ლურჯი მოცვის ღირებულებამ 1.2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები