„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, ხობში კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება

23 ოქტ 2020 0 2255

   

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, ხობში ფუნქციონირებას იწყებს კომბინირებული საკვების საწარმო, რომელიც პროდუქციას ცხოველის, ფრინველის, თევზისა და ლოკოკინისთვის გამოუშვებს.

საწარმო საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვას“ ერთ-ერთი პროექტია და 1 საათში 3,5 ტ კომბინირებული მზა საკვების აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ქარვა“ პირველად საქართველოში, ექსკლუზიურად იწყებს ლოკოკინის საკვების წარმოებას. ამ დროისათვის უკვე გაფორმებულია მემორანდუმი კომპანია „ჯეოვეტთან“, რომლის დაკვეთით მოხდება პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

„მოხარული ვარ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ კიდევ ერთ საწარმოს ქმნის, ამჯერად სამეგრელოში, ხობში. ეს არის კომპანია „ქარვას“ განსხვავებული ინდუსტრიული ხაზი - კომბინირებული საკვების წარმოება ცხოველის, ფრინველის, თევზისა და ლოკონიკისთვისაც კი, რაზეც უკვე მზარდი მოთხოვნა გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ წარმოების პროცესში ძირითადი პროდუქტი სიმინდის მარცვლის ის ნაწილია, რომელიც სიმინდის ზეთის წარმოებისას ნარჩენის სახით რჩება, რაც პროდუქციის თვითღირებულებას ამცირებს. უმნიშვნელოვანესია, რომ საწარმოში 50 ადგილობრივი დასაქმდება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები გაჩნდება და რაც მთავარია, ასეთი ტიპის წარმოების დაწყება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის ახალი დარგების განვითარებას არამხოლოდ სამეგრელოს რეგიონში, არამედ - მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.  

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა,  ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ. საწარმოო პროცესი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს და მოწვეულ სტუმრებს „მცენარეული ზეთების კომპანია ქარვას" დირექტორმა გიორგი თაბაგარმა და კომპანია „ჯეოვეტის" დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მანუჩარ ცეცხლაძემ დაათვალიერებინეს.

წარმოება ხორციელდება პარტნიორების პირადი კაპიტალით, „საპარტნიორო ფონდის“, სოფლის განვითარების სააგენტოს, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“, ბანკი „ქართუსა“ და „ბაზისბანკის“ ჩართულობით.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები