შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ საწესდებო კაპიტალში 50% წილი გასხვისდა

12 სექტ 2022 0 1569

   

შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ საწესდებო კაპიტალში „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილი 90%-იანი წილიდან 50%-იანი წილი საჯარო აუქციონის შედეგად, გასხვისდა.  

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გამოცხადებული საჯარო აუქციონი 2022 წლის 12 სექტემბერს სს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა მსურველმა (შპს “გლობალ ეკო ლაინ”, ს/ნ 405522395) მიიღო, რომელმაც შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ საწესდებო კაპიტალში 50% წილი 1 044 082.56 ლარად შეიძინა.

საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენდა 1 034 082.56 ლარს (366 800 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში). ხოლო ბიჯის ოდენობა შეადგენდა 10,000 (ათი ათას) ლარს.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ბელარუსის რესპუბლიკაში დაფუძნებულ კომპანიას „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ქ. მინსკში 2019 წლიდან გახსნილი აქვს „ქართული სახლი“, რომლის მეშვეობით ბელარუსის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. აგრეთვე, კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ბელარუსის რესპუბლიკაში ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის კვოტებს ფლობს.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები