„საპარტნიორო ფონდს“ სლოვაკეთის ექსიმბანკის დელეგაცია ეწვია

20 იანვ 2023 0 1240

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღამსრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში სლოვაკეთის რესპუბლიკის ექსპორტისა და იმპორტის ბანკის  დელეგაცია მიიღო.

დავით საგანელიძემ სლოვაკეთის ექსიმ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორს, მის მიადგილესა და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში ნოდარ გიორგაძე.  

მხარეებმა ფონდის რეფორმირების პროცესის დასრულების შემდეგ ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს, აგრეთვე, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ ისაუბრეს. დაიგეგმა საქმიანი შეხვედრები სლოვაკეთში.

ექსიმბაკის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი საქმიანობის გაფართოებასა და განვითარებას გეგმავენ და ამ მიზნით, განსაკუთრებულად დაინტერესებულნი არიან ისეთ სანდო პარტნიორთან თანამშრომლობით, როგორიც „საპარტნიორო ფონდია“.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა გიორგი ხელაიამ და ვახტანგ ჯორბენაძემ, ასევე, ფონდის ფინანსურმა დირექტორმა იოსებ მამუკელაშვილმა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები