„საპარტნიორო ფონდის“ მოგებამ, აუდიტორული დასკვნის მიხედვით, 134.9 მილიონი ლარი შეადგინა

25 იანვ 2023 0 1409

   

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ,  ე.წ „დიდი ოთხეულის“ წევრმა KPMG-მ „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური აუდიტი დაასრულა, რომლის მიხედვით,  ფონდის წმინდა მოგებამ 2021 წელს 134.9 მილიონი ლარი შეადგინა.

„საპარტნიორო ფონდის“ 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი პოზიტიურია. ფონდის შემოსავლები 13%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური ვალდებულებები 247.9 მილიონი ლარით შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-იან კლებას შეადგენს. ამასთანავე, 448.4 მილიონი ლარით არის შემცირებული წმინდა ფინანსური ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ აუდიტორული დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“  მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ, სახელმწიფო შვილობილი კომპანიების გარდა, 1.2 მილიონი ლარი შეადგინა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები