„საპარტნიორო ფონდის“ შესახებ კანონში ცვლილებების საკითხის საპარლამენტო განხილვა დაიწყო

24 აპრ 2023 0 1541

   

„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი საკომიტეტო მოსმენა ჩატარდა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა ის ცვლილებები, რომლებიც „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების მიზნით უნდა ამოქმედდეს.

კანონპროექტის მიხედვით, დაზუსტდება დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებები და ფონდის საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმები.  ასევე, იგეგმება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილება. კერძოდ, ნაცვლად არსებულისა, როდესაც საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არიან, ახალი მოდელით, სამეთვალყურეო საბჭო არა მთავრობის წევრებით, არამედ − სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.

კანონპროექტში უცვლელი რჩება ფონდის დაფინანსების წყაროების საკითხი. ისევე, როგორც დღეს, ფონდი არ დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მისი დაფინანსების წყარო შესაძლოა იყოს საკუთარი შემოსავლები არსებული პროექტებიდან, ან ფინანსური ინსტიტუტებისა თუ ინვესტორებისგან მოზიდული სახსრები. ცვლილებებს შორისაა ფონდის რებრენდინგი და მისი სახელწოდების შეცვლაც.

ახალი სისტემა ამოქმედდება კანონის მიღებიდან 90 დღის ვადაში, ხოლო მთავრობამ ამ ვადაში უნდა უზრუნველჰყოს წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება და სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის შერჩევა.  

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად, რეფორმირების პროცესის დასრულებამდე, ფონდი არ ახორციელებს ახალ პროექტებს. შესაბამისად, რეფორმირების დასრულების შემდეგ, ფონდს მიეცემა ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დადებით წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები