„საპარტნიორო ფონდი“ ახალი ლოგოს ესკიზის შემუშავებაზე კონკურსს აცხადებს

28 ივლ 2023 0 2067

   

სს „საპარტნიორო ფონდი“ აცხადებს კონკურსს ლოგოს ესკიზის შემუშავების მომსახურების შესყიდვაზე.

კონკურსის მიზანია სსსაქართველოს განვითარების ფონდის“ (ინგლ. Development Fund of Georgia - DFG)“ ლოგოს ესკიზის შემუშავება.

ტექნიკური დავალება:

  1. ლოგო უნდა ასახავდეს ფონდის საქმიანობის სპეციფიკას (ფონდის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: fund.ge და https://matsne.gov.ge/ka/document/view/1290372?publication=5). მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი მისი განთავსება ფონდის ორგანიზაციის ნებისმიერ პოლიგრაფიულ თუ ბრენდულ პროდუქციაზე (ბეჭდვითი მასალა, ბანერი, სავიზიტო ბარათი, სატიტულო ბლანკი, ვებ-გვერდი, კალამი, მაისური და ა.შ.).
  2. ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი და მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება.
  3. ლოგო უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, როგორც მცირე, ასევე, ფართო მასშტაბით. ლოგო უნდა იყოს მარტივი და არ წარმოადგენდეს რთულ კომბინაციებს, ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი, პოზიტიური და იწვევდეს საინვესტიციო საქმიანობის განმახორციელებელი მასშტაბური, სოლიდური, ძლიერი საწარმოს ასოციაციას.
  4. ლოგო უნდა შესრულდეს, როგორც ფერად, ასევე - თეთრ ზედაპირზე აღქმად ფერებში.
  5. ლოგო უნდა მოიცავდეს ფონდის სახელწოდების ქართულ და ინგლისურ ვერსიებს (ქართ: საქართველოს განვითარების ფონდი, ინგლ: Development Fund of Georgia (DFG)), მის კონფიგურაციას და გამოყენებულ შრიფტს/ზომას.
  6. კონკურსანტმა ნამუშევრის აღქმადობის გაზრდის მიზნით, ზემოთ მოთხოვნილ ელექტრონულ მასალებთან ერთად, შესაძლებელია დამატებით წარმოადგინოს ლოგოს რელიეფური/სივრცითი ესკიზი. კონკურსანტი თავისუფალია სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლოგოს ესკიზის კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში.
  7. ესკიზური ნამუშევრის მომზადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოება: ესკიზური ნამუშევარი კომპოზიციური თვალსაზრისით უნდა პასუხობდეს საკონსკურსო პირობებს.
  8. შესაძლებელია ნებისმიერი სიმბოლოს გამოყენება (გარდა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სიმბოლიკებისა). 

კონკურსის პირობები:

  1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე - უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით.
  2. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 17 აგვისტო.
  3. საკონკურსო პრემია 3 000 ლარი დღგ-ისა და საქართველოში მოქმედი გადასახადების გარეშე.
  4. კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება ხორციელდება ფარული წესით.
  5. საკონკურსო მასალის წარდგენა და კონკურსის საქმიანობის წარმოება მოხდება ქართულ ენაზე.
  6. მონაწილის მიერ კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი მასალები (ფორმატი, მასალის ჩაბარების ვადა და ა.შ.) კონკურსზე არ განიხილება და შესაბამისად, მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
  7. კონკურსის ჩატარების პროცედურები და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, მათ შორის შესაძლო პრეტენზიები, რეგულირდება წინამდებარე საკონკურსო პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  8. საკონკურსო მასალების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენას მოახდენს სს „საპარტნიორო ფონდის“ საკონკურსო კომისია.
  9. შეფასდება წარმოდგენილი ესკიზების ვიზუალი, კრეატიულობა, საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა, აგრეთვე, თუ რამდენად კარგად იქნება ასახული ესკიზში სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მისია და საქმიანობის  ძირითადი  ფუნქციები.
  10. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) ჯეროვნად შეასრულოს საკონკურსო პირობების მოთხოვნები;

ბ) კონკურსში გამარჯვებული წინადადების ავტორი ფონდს გადასცემს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით  გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებებს.

გ) შესაძლებელი უნდა იყოს კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული ლოგოს, როგორც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - შესაბამისად, მისი მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს.

  1. გამარჯვებული ლოგო წარმოადგენს ფონდის საკუთრებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფონდის ნებისმიერი მიზნებისათვის, მათ შორის და არამხოლოდ განთავსება ვებ-გვერდებზე, სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდური სათაურების სახით, პოსტერებსა და სხვა მასალებზე. ფონდს უფლება აქვს გამოიყენოს, შეცვალოს ან სხვაგვარად ნაწილობრივი ან მთლიანი სახით გამოიყენოს გამარჯვებული ლოგო მისი შეხედულებისამებრ.
  2. საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთაგან გამოავლენს 1 (ერთ) გამარჯვებულს.
  3. კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან, დამკვეთი უზრუნველჰყოფს ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  4. გამარჯვებულ კონკურსანტთან/ებთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებზე.
  5. კონკურსი ჩაშლილად ითვლება, თუ საკონკურსო კომისია არ გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულს.
  6. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება: „საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შესაბამისად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების ცალკე გაცნობა კონკურსანტებისთვის (გარდა გამარჯვებულისა) არ მოხდება.
  7. კონკურსის მონაწილეებს წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები უკან უბრუნდებათ, მოთხოვნის შემთხვევაში.

 

 

კონკურსზე წარსადგენი მასალები:

  1. საკონკურსო წინადადება, წინამდებარე კონკურსის პირობების მოთხოვნათა შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ელექტრონული ვერსიის სახით (CD/DVD დისკზე ჩაწერილი ან მეხსიერების ბარათით) ვექტორულ გრაფიკულ და PSD ფორმატში. ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც JPEG ფაილის სახით, ასევე ვექტორული გამოსახულებით (Adobe Illustrator, Corel ან სხვა ნებისმიერი ვექტორული პროგრამა). თან უნდა ახლდეს დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება მეხსიერების ბარათზე/დისკზე არსებული ფაილების რაოდენობისა და დასახელებების შესახებ.
  2. დაუშვებელია საპრეზენტაციო ვიზუალურ მასალებზე ავტორების მითითება.
  3. წარმოსადგენი ინფორმაცია:
  • მოკლე ინფორმაცია კონკურსანტის საქმიანობის შესახებ;
  • ლოგოს ელექტრონული ვერსია JPEG ან PNG ფაილების სახით;
  • საკონტაქტო ინფორმაცია.
  1. წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება რაიმე სახით არ უნდა იყოს განხორციელებული კონკურსის გამოცხადებამდე და უნდა წარმოადგენდეს ორიგინალს (არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს), რომელიც აღნიშნულ კონკურსში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
  2. კონკურსანტებმა საკონკურსო წინადადება უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: nodisharia@fund.ge, ან წარმოადგინონ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ. ბერიძის ქ. N6, სს „საპარტნიორო ფონდის“ ადმინისტრაციული შენობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ა. საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით - ნინო ქვარიანი 577 17 17 01,

   ნათია ოდიშარია 577 42 99 55;

ბ. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - ნოე ნოზაძე 599 58 58 21.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები