„საპარტნიორო ფონდის“ ახალი ლოგოს ესკიზის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა

17 აგვ 2023 0 831

   

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების პროცესის ფარგლებში, ახალი ლოგოს ესკიზის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.  

კონკურსის მიზანი იყო სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ (ინგლ. Development Fund of Georgia - DFG) ლოგოს ესკიზის შექმნა. ლოგოს ავტორებს ესკიზში უნდა აესახათ ფონდის საქმიანობის სპეციფიკა და ის უნდა ყოფილიყო  მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი, ვიზუალურად მიმზიდველი, ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და საინვესტიციო საქმიანობის განმახორციელებელი  სოლიდური კომპანიის ასოციაციის გამომწვევი. ასევე, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ლოგოს მარტივად განთავსება ფონდის ნებისმიერ პოლიგრაფიულ თუ ბრენდულ პროდუქციაზე (ბეჭდვითი მასალა, ბანერი, სავიზიტო ბარათი, სატიტულო ბლანკი, ვებგვერდი და ა.შ.).

კონკურსში მონაწილეობა რამდენიმე პირმა მიიღო. საკონკურსო კომისიამ განიხილა შემოსული განაცხადები და ამ ეტაპისათვის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

„საპარტნიორო ფონდი“ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს დაინტერესებისათვის, კონკურსში მონაწილეობისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები