„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ „პაშა ბანკის“ პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მეოთხე ბიზნეს-კონფერენციაში მიიღო

07 დეკ 2017 0 3399

   

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ „პაშა ბანკის“ პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მეოთხე ბიზნეს-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პროცესებს დაეთმო. შეხვედრაზე აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა: საქართველოში აგრობიზნესის განვითარება, კაპიტალის მოზიდვის გზები, სადაზღვევო სისტემები ამ სექტორისთვის. 

ფორუმს მოდერატორობა გაუწია Georgia Today Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარაშიძემ. ფორუმზე მიწვეული სპიკერები იყვნენ: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგანეტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ასოცირებული დირექტორი სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის მიმართულებით, ანი ქობალია, პაშა ბანკის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ქაჯაია, „არომა პროდაქტის“ პარტნიორი და დირექტორი ვლადიმერ გუგუშვილი.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები