„საქართველოს განვითარების ფონდმა“ მსოფლიოში ექსპორტის ერთ-ერთ უმსხვილეს საკრედიტო სააგენტო „Sinosure“-ის დელეგაციას უმასპინძლა

25 ნოემბ 2024 0 3

   

„საქართველოს განვითარების ფონდს“ მსოფლიოში უმსხვილესი ჩინური საკრედიტო სააგენტო „Sinosure“-ის ოფიციალური დელეგაცია ეწვია. საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ დელეგაციას ფონდის მენეჯმენტმა უმასპინძლა.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა დელეგაციის წარმომადგენლებს რეფორმის შედეგად, ფონდში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო. აგრეთვე, მან მიმოიხილა საქართველოში ამჟამად არსებული საინვესტიციო გარემო და ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი; ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს აბრეშუმის გზის განვითარებასა და შესაბამის ეკონომიკურ პროცესებში.

თავის მხრივ, „Sinosure“-ის დელაგაციის წარმომადგენლებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „Sinosure“-ში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და „Sinosure“-ის საერთო მიზანს, ერთობლივი ძალისხმევით, გაღრმავდეს სავაჭრო-ეკონომიკური და  საინვესტიციო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.

ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა, დიმიტრი ხორავამ „Sinosure“-ის ოფიციალურ დელეგაციას ფონდის საინვესტიციო პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების, ასევე, საინვესტიციო პროექტებში ფონდის თანამონაწილეობის პირობების  შესახებ მიაწოდა  ინფორმაცია.

საქართველოში მნიშვნელოვან სექტორებში პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მხარეებმა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის სტრატეგიის დასახვის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს კონკრეტული საინვესტიციო მიმართულებებიც, კერძოდ: ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, მაღალი ტექნოლოგიები, განახლებადი ენერგიები. ჩინეთის მხარე მზად არის, საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა უზრუნველჰყოს. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად და მაღალტექნოლოგიური საწარმოო შესაძლებლობების განვითარების მიზნით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები