სლოვაკეთის ექსიმ ბანკი „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი დანელია ფონდში სლოვაკეთის ექსიმბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
გიორგი დანელიამ სლოვაკეთის ექსიმბაკის ბორდის თავმჯდომარეს მონიკა კოჰუტოვას და ექსიმბანკის ბორდის წევრსა და ფინანსურ დირექტორს მარეკ მელიშეკს ფონდის მანდატი და საქმიანობის მთავარი პრინციპები გააცნო. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თბილისის ზღვის პროექტის „გრინ სითის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე და მხარეებმა პროექტის დეტალების შესახებ ისაუბრეს. სლოვაკეთის ექსიმბაკის წარმომადგენლებმა თბილისის ზღვის პროექტში ფინანსური თანამონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს.
მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზაირეს, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ ისაუბრეს.
0