კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ბელარუსში ქართული პროდუქტების სარეალიზაციოდ განაცხადების მიღებას იწყებს

10 ივლ 2020 0 2334

   

კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში  დაფუძნებულ „ქართულ სახლში“ საქართველოში დამზადებული პროდუქტების სარეალიზაციოდ განაცხადების მიღებას იწყებს.

შპს  „ქართული ნატურალური პროდუქტების“ დახმარებით,  ქართველ მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ ალკოჰოლურ სასმელებს, ჩურჩხელას, ჩირს, თაფლს, მურაბას, ჩაის, სუნელებს, წვენებს, ქართულ საწებლებს და სხვ., დღეიდან საშუალება ეძლევათ, თავიანთი პროდუქცია ბელარუსის ბაზარზე სარეალიზაციოდ გაგზავნონ.

ბელარუსში „ქართულ სახლი“ ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„ქართული სახლი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რომელთა შორისაა ღვინისა და ქართული ნატურალური პროდუქტების მაღაზია, ღვინის მუზეუმი, ენოთეკა, ქართული ვაზის 8000-წლიანი ისტორიისა და ღვინის წარმოების ამსახველი უნიკალური ექსპონატები, საგამოფენო, საკონფერენციო და საპრეზენტაციო სივრცეები, ასევე, ქართულ რესტორანი, თონე და მარანი. თითოეული მათგანის მიზანია ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, განაცხადები გამოგზავნონ მითითებულ მისამართზე: info-gnp@fund.ge  

საკონტაქტო პირი: თამარ ტუხაშვილი, 591113033. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები