„საპარტნიორო ფონდის“ განცხადება

10 სექტ 2021 0 2046

   

ვეხმაურებით ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გასულ სიუჟეტს, რომელიც შეიცავს ცრუ ინფორმაციას და წარმოადგენს „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი საქმიანობის  დისკრედიტაციის მცდელობას.  

სიუჟეტში არასწორადაა წარმოჩენილი როგორც „საპარტნიორო ფონდის“ მთლიანი სტრუქტურა, ინფორმაცია შვილობილი კომპანიების შესახებ, ასევე ფონდის როლი და მისი საქმიანობის შედეგები.

„საპარტნიორო ფონდს“, როგორც უმსხვილეს სახელმწიფო საფინანსო ინტიტუტს,  თავისი მანდატის ფარგლებში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ინვესტიციების  მოზიდვასა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებაში.

ფონდის მხარდაჭერით, განხორციელდა და  ხორციელდება მასშტაბური პროექტები, როგორც ენერგეტიკის, მაღალტექნოლოგიური წარმოების, ინოვაციური პროექტებისა და სტარტაპების, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ბრენდული სასტუმროების მშენებლობის, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების მიმართულებით.

2012 წლიდან დღემდე „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განცხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს $2.5 მლრდ აშშ დოლარს, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა $300 მილიონი აშშ დოლარია, ანუ ფონდმა შეძლო საშუალოდ  ინვესტირებულ $1 აშშ დოლარზე მოეზიდა $8 აშშ დოლარის ოდენობის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ ხნის განმავლობაში ფონდი წარმატებით გამოვიდა 10-ზე მეტი მის მიერ დაფინანსებული კომერციული პროექტიდან, საშუალო ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე კი შეადგენს წლიურად 15%-ს. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფინანსებულ პროეტებში 3000-მდე ადამიანია დასაქმებული. ფონდის შვილობილ სახელმწიფო კომპანიებში დასაქმებულია 17 000 ადამიანი და ამ კომპანიების მეშვეობით ყოველწლიურად ბიუჯეტში 150 მლნ  ლარამდე შედის.  

ასევე, სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ „საპარტნიორო  ფონდი“ ფლობს  საქართველოს ფოსტას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას და სხვა სახელმწიფო კომპანიებს, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „საპარტნიორო ფონდი“ მხოლოდ ორი სახელმწიფო კომპანიის აქციების მფლობელია: სს „საქართველოს რკინიგზისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და აღსანიშნავია, რომ ფონდი მათ მართვაში მონაწილეობას არ იღებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ინდივიდუალურმა საოპერაციო მოგებამ (EBITDA) 2017 წელს შეადგინა 24.8 მლნ ლარი, 2018 წელს - 65.7 მლნ. ლარი, ხოლო 2019 წელს - 90.9 მლნ ლარი.

რკინიგზის წამგებიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს მიზანმიმართულად მცდარ შინაარს, რაზეც „საპარტნიორო ფონდმა“ არაერთი განმარტება გააკეთა. 2018 წელს „საქართველოს რკინიგზის“ ზარალიანობის (რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებულ ანგარიშგებაშიც აისახა) მიზეზი იყო რკინიგზის ბალანსიდან ე.წ. „შემოვლითი რკინიგზის“ პროექტის აქტივის ჩამოწერა დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორიული კომპანიის KPMG-ის მიერ. შეგახსენებთ, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი ყოველგვარი ფინანსური დასაბუთების გარეშე, წინა ხელისუფლების მიერ 2010 წელს იყო ინიცირებული. მასზე 700 მლნ ლარამდე დაიხარჯა და კომერციულად მიზანშეუწონლობის  გამო,  2013 წელს  შეჩერდა. საერთაშორისო აუდიტორიულმა კომპანია KPMG-მ „საქართველოს რკინიგზას“ 2010-2011 წელს გახაჯული თანხები 2018 წელს ჩამოაწერა, რაც უარყოფითად აისახა ფონდის იმ წლის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში, მაშინ როდესაც „საპარტნიორო ფონდის“ ინდივიდუალურმა საოპერაციო მოგებამ (EBITDA) იმავე წელს 65.7 მლნ. ლარი შეადგინა. 

2020 წელსაც კი, როდესაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში იყო კორონავირუსის პანდემიის გამო, ფონდმა მოახერხა 12 მლნ ლარამდე ინვესტიციების განხორციელება, რამაც დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყო ხელი.

„საპარტნიორო ფონდი“ 2016 წლიდან მიიჩნევს, რომ ეს არის კვაზი სისტემა და ხაზს უსვამს რეფორმირების აუცილებლობას, ამიტომ მივესალმებით მთვარობის ამ გადაწყვეტილებას. რეფორმირების აქტიური მხარდამჭერია საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. 

იმედი გვაქვს, რეფორმიერების შედეგად, მიღებულ იქნება ფონდის ისეთი გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს,  მოვიზიდოთ უფრო მეტი ინვესტიცია, განვახორციელოთ მეტი პროექტი და  მეტი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

მოვუწოდებთ,   როგორც აღნიშნული მედიის  წარმომადგენლებს, ასევე, ექსპერტთა იმ ნაწილს, რომლებიც ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტში  ავრცელებენ ცრუ ინფორმაციის „საპარტნიირო ფონდის“ საქმიანობის შესახებ, თავი შეიკავონ   მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანისგან და უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობისგან.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „პირველმა“, რომელიც ხელისუფლებიდსადმი ასევე კრიტიკულად განწყობილი მედიასაშულებაა, განსხვავებით ტელეკომპანია „მთავარისგან“,  ფონდის რეფორმირების საკითხის გაშუქებისას ძირითადად სწორი ანალიზი გააკეთა. ვეთანხმებით იმაში, რომ „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო აქტივობა შენელდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებამდე, ახალი პროექტების დაფინანსების შეზღუდვის  გამო.   ეს, ბუნებრივია, უარყოფითად აისახა ფონდის პორტფელის ზრდაზე, რადგან შეჩერებულია უკვე შესწავლილი და დამტკიცებული 25-მდე საინვესტიციო პროექტის განხორციელება, რომელთა საინვესტიციო ღირებულება  300 მლნ აშშ დოლარია.

„საპარნტიორო ფონდი“, როგორც ყოველთვის, ღიაა და გამჭვირვალეა თანამშრომლობისთვის, ფონდის ყველა სამსახური მზადაა, ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს, როგორც მედიას, ასევე - საზოგადოების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები