ჩინეთის ახლადდანიშნული ელჩი „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია

21 ივნ 2022 0 1381

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჭოუ ციენი მიიღო.

ფონდში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი ისტორიული, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. დავით საგანელიძემ და ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ ელჩს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა გააცნეს და ჩინურ კომპანიებთან განხორციელებული ერთობლივი საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა. ამ მიმართულებით, მან გაუსვა ხაზი „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთის საელჩოს კომერციული მრჩეველი ჭაო ჩუანი, პოლიტიკური ოფისის დირექტორი ლი ფენგი და ატაშე ჭანგ დონგი.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები