ბესიკ ბუგიანიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა
„საქართველოს განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ენდრიუ ჯუველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვახტანგ ჯორბენაძე, ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი იოსებ მამუკელაშვილი და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ხორავა.
შეხვედრაზე „საქართველოს განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი ენდრიუ ჯუველს რეფორმის შედეგად ფონდში განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე, საინვესტიციო პრიორიტეტებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე ესაუბრა. თავის მხრივ, ენდრიუ ჯუველმა ფონდის მენეჯმენტს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის.
სამუშაო შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში შემდგომშიც გაგრძელდება.
0