16:20
„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის განსუს პროვინციის ქალაქ უვეის ლოგისტიკურ ცენტრს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ორმხირივი პროექტების განვითარებას, განსაკუთრებით, ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო კორიდორის გამოყენებას და საქართველოს გავლით, ჩინეთის მოცულობითი ტვირთების ევროპაში ტრანსპორტირებას.
09:55
„საპარტნიორო ფონდი“ ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „იმერეთი გრინერის“ გაკოტრების ან გაკოტრების რეჟიმში გადასვლის შესახებ, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია თემის შესახებ. კერძოდ, „იმერეთი გრინერის“ მიმართ 2021 წლის 24 მარტიდან გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რაც არ ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას, არც გაკოტრების რეჟიმში გადასვლას. კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას, ყველა დასაქმებული ინარჩუნებს სამსახურს, ხოლო კომპანიის პროდუქცია კვლავ იყიდება ბაზარზე.
09:10
„საპარტნიორო ფონდმა“ და მისმა შვილობილმა კომპანია „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა“ პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა სარებილიტაციო პროგრამების შესახებ, დარგის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გამართეს. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გამართულ შეხვედრაზე „ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული უნიკალური სარეაბილიტაციო პროგრამები წარადგინა.
15:10
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აზიის წყლის მეორე საერთაშორისო კვირეულის ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას გლობალური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავებისთვის.
16:25
„საპარტნიორო ფონდს“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დელეგაცია ეწვია, საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის, პიტერ ვიბლერის ხელმძღვანელობით.
17:25
„საპარნტიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა. ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების საფუძველზე, „ბორჯომი ლიკანი“ დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო 4 სეზონის ტიპის სასტუმრო მთაში“.
11:10
„საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის უშუალო ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსთვის თხევადი ჟანგბადის 8-ტონიანი ავზი და მისი დამხმარე მოწყობილობები შეიძინა და კლინიკას საჩუქრად გადასცა.
14:45
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, აშშ-ის ბაზრისთვის მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის „Lost Eden“-ის პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე წარმატებით იმკვიდრებს ფეხს. ღვინის შესახებ ცნობილი გამოცემა „The New York Times“-ი სტატიას აქვეყნებს.
15:30
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (CIIE) გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
11:20
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური აუდიტი დაასრულა, რომლის მიხედვით, ფონდის წმინდა მოგებამ 2019 წელს 70.9 მილიონი ლარი შეადგინა.