„საქართველოს განვითარების ფონდმა“ ჩინეთის კომერციის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა

10 დეკ 2024 0 117

   

„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩინეთის კომერციის სამინისტროს დელეგაცია მიიღეს.

ფონდი მენეჯმენტმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მანდატი და ინვესტირების პრინციპები გააცნო. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ჯორბენაძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ფონდის მიერ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ.

კომერციის სამინისტროს ევრაზიის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჭაო ციუიენმა, სამინისტროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამმართველოს დირექტორმა კაო ხუნგმა და  სამინისტროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამმართველოს დირექტორმა ჭანგ ძიემ ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

საქამიან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპორტის წახალისების, სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები