11:10
„საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის უშუალო ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსთვის თხევადი ჟანგბადის 8-ტონიანი ავზი და მისი დამხმარე მოწყობილობები შეიძინა და კლინიკას საჩუქრად გადასცა.
14:45
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, აშშ-ის ბაზრისთვის მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის „Lost Eden“-ის პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე წარმატებით იმკვიდრებს ფეხს. ღვინის შესახებ ცნობილი გამოცემა „The New York Times“-ი სტატიას აქვეყნებს.
15:30
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (CIIE) გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
11:20
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური აუდიტი დაასრულა, რომლის მიხედვით, ფონდის წმინდა მოგებამ 2019 წელს 70.9 მილიონი ლარი შეადგინა.
10:10
„საპარტნიორო ფონდი“ საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო აქციას განაგრძობს. COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო პირბადეები „Faceguard“-ი და ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი პირბადეები გადასცა.
10:05
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, ხობში ფუნქციონირებას იწყებს კომბინირებული საკვების საწარმო, რომელიც პროდუქციას ცხოველის, ფრინველის, თევზისა და ლოკოკინისთვის გამოუშვებს.
19:10
„საპარტნიორო ფონდი არის ყველაზე მსხვილი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის და მისი განვითარებისთვის. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესს კაპიტალით დაფინანსებას სთავაზობს,“ - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ.
18:45
„ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის აუცილებლობის შესახებ, როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან, ასევე, პარტნიორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომელთა ჩართულობა და როლი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ერთერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რეორგანიზაციის ფარგლებში, არის სახელმწიფო აქტივების ფონდის გარეთ გატანა. მივიჩნევთ, რომ საქართველოს რკინიგზა და სხვა მსხვილი სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურის შემადგენლობაში, ფონდი უნდა კონცენტრირდეს საინვესტიციო საქმიანობაზე. ეს პროცესი დაწყებულია. რეფომირების პირველ ეტაპზე ენერგეტიკული კომპანიები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და „ესკო“ გავიდნენ ფონდის სტრუქტურიდან და ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ.
18:05
„ჩვენ წელს უკვე გვაქვს აუდიტის მონაცემები, როგორც ჩვენი შვილობილების, ასევე - „საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებულიც და აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა და „საპარტნიორო ფონდი“ უკვე საოპერაციო მოგებაზე გადიან, შესაბამისად, ის საკითხი, რომელიც შარშან იდგა, წელს მკვეთრად გაუმჯობესებულია“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ.
17:00
„ხშირად ისმის სპეკულაციები ამ თემის შესახებ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ კლინიკებს ერთი წელია აღარ ფლობს. „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“), ასევე, „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადაცემული გვაქვს შესაბამისი სამინისტროსთვის, ასე რომ, ფონდი აღარ არის მათი მფლობელი“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ.